გავეცანი ინტელის ძირითად კურსს და შევისწავლე "პროექტებით სწავლება"დავგეგმე ჩემი სასწავლო პროექტი,რომლის ძირითადი თემა იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება.აგრეთვე შევისწავლე კავშირები,რომლებიც ინტერნეტის გამოყენებისას ხდება სწავლა-სწავლების პროცესში.შევადგინე სასწავლო ნიმუშები მოსწავლეთა თვალთახედვით.განვიხილე მოსწავლეთა პროექტის შეფასება:როგორც განმავითარებელი,ისე განმსაზღვრელი.მოვახდინე დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის,რომლის მიზანი მოსწავლეთა ხელშეწყობაა და ორიენტირება იქნება დამოუკიდებელ მუშაობაზე.,ხოლო მე ვასრულებ ფასილიტატორის როლს ტექნოლოგიების გამოყენებით.
დაბოლოს,გავაკეთე ჩემი პორტფოლიოს პრეზენტაცია და დავსახე მიზნები:მსურს კარგად ორგანიზებული სასწავლო პროექტები დავგეგმო,რომლებშიც ჩემი მოსწავლეები ჩაერთვებიან და რომლებიც აუცილებელი სტანდარტების მიღწევას შეუწყობს ხელს.
მე მინდა გავიღრმავო ცოდნა მოსწავლეთა სასწავლო პროექტების შეფასების მეთოდებზე.მე მინდა დავეხმარო მოსწავლეებს თვითშეფასებისა და თვითრეგულირების უნარის განვითარებაში,რომელსაც მთელი წლის განმავლობაში გამოიყენებენ და დახვეწენ.
Wednesday, October 5, 2016
Sunday, October 2, 2016
ტრენინგის მე-9 დღე
ტრენინგის მე-9 დღე დავიწყეთ შეფასებების შეჯამებით.აგრეთვე ვიმუშავე ბლოგის ატვირთვაზე.მოვამზადე და წარმოვადგინე პროექტის პორტფოლიო. გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია,აგრეთვე მოვისმინე კოლეგების პროექტების პრეზენტაცია.
Sunday, September 25, 2016
ტრენინგის მე-8 დღე
ვისაუბრეთ შეფასების ფორმების გეგმაზე.შევადგინე II სტრატეგიის მეთოდის-"პროექტის გეგმების" ჩეკლისტი,IIIსტრატეგიის მეთოდის"არაფორმალური დაკვირვება და შემთხვევები"-სთვის შევადგინე ჩანიშვნების სქემა,რომლის საშუალებითაც დავაკვირდები შეგროვებულ მასალას და საშუალება მექნება გავითვალისწინო საბოლოო შეფასებისას.მეთოდის "პროექტის შეხვედრებისა და კონფერენციების დღის წესრიგები"-სთვის შევადგინე დღის წესრიგი.აგრეთვე მეთოდის "წერითი და ზეპირი ტესტები"-სათვის შევადგინე ტესტი,რომელიცსაშუალებას მომცემს ცოდნის დაუფლებისა და გაგების დასაბუთების შესახებ.
ვისაუბრეთ პროექტის გეგმაზე,განვიხილეთ ეტაპები,შევქმენი შეფასების რუბრიკები.აგრეთვე ვისაუბრეთ პროექტის პრეზენტაციაზე.
ვისაუბრეთ პროექტის გეგმაზე,განვიხილეთ ეტაპები,შევქმენი შეფასების რუბრიკები.აგრეთვე ვისაუბრეთ პროექტის პრეზენტაციაზე.
ტრენინგის მერვე დღე
ვისაუბრე შეფასების ფორმების გეგმაზე.შევადგინე სტრატეგიების მეთოდებიდან ჩეკლისტი,მონიშნებები,შევქმენი შეფასების რუბრიკები.აგრეთვე განვიხილე პროექტის პრეზენტაცია.
Saturday, September 24, 2016
ტრენინგის მე-7 დღე
შევისწავლე შეფასების სტრატეგიები.გავაკეთე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის -გაზეთის პრეზენტაცია. მოვისმინე რჩევები,რეკომენდაციები.მივეცი უკუკავშირი,რეკომენდაციები.
დღევანდელ შესასწავლ მასალას ,შევეცდები გამოვიყენო სასწავლო პროცესში.
დღევანდელ შესასწავლ მასალას ,შევეცდები გამოვიყენო სასწავლო პროცესში.
Sunday, September 18, 2016
ტრენინგის მე-6 დღე
დღევანდელი დღე დავიწყეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის ა და საჭიროებების დადგენის სტრატეგიის განხილვით. შევავსე პროექტის გეგმა.შემდეგ შევაფასე ჩემი პროექტის გეგმა.აგრეთვე შევაფასე მიმართულების მიმცემი კითხვები.განვიხილე სავარაუდო ნაშრომი და შევქმენი გაზეთი.ვისწავლე ფაილის ატვირთვა ბლოგზე.
Saturday, September 17, 2016
რეფლექსიის მე-5 დღე
სასარგებლო რესურსები შევინახეთ პროექტებით სწავლების სახელმძღვანელოს ელ. მისამართზე.ტრენერს გადავუგზავნე ჩემი ბლოგის მისამართი.გავეცანი საავტორო უფლებების გამოყენების ინსტრუქციას.გავეცანი შეფასების სტრატეგიებს:მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების დადგენის სტრატეგია,წახალისების,თვითრეგულირებადი და თანამშრომლობითსტრატეგია,პროგრესის მონიტორინგი,მეტაშემეცნების სტრატეგია,გაგებისა და ხარისხის შემოწმების სტრატეგია.
Saturday, September 10, 2016
ტრენინგის მე-4 დღე
ვისწავლე ბლოგის შექმნა,შევარჩიე ბლოგის დიზაინი.21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან ავირჩიე ჩემი მიზნებისათვის 3 მიმართულება.გავეცანი სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას.კურსის რესურსები გადავიტანე ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები.განვიხილე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,რუბრიკა და პრეზენტაცია.
Subscribe to:
Posts (Atom)