Wednesday, October 5, 2016

შემაჯამებელი რეფლექსია

გავეცანი ინტელის ძირითად კურსს და შევისწავლე "პროექტებით სწავლება"დავგეგმე  ჩემი სასწავლო პროექტი,რომლის  ძირითადი  თემა იყო  მიმართულების  მიმცემი საკვანძო  კითხვები და მოსწავლეზე  ორიენტირებული  შეფასება.აგრეთვე შევისწავლე  კავშირები,რომლებიც ინტერნეტის   გამოყენებისას ხდება  სწავლა-სწავლების პროცესში.შევადგინე სასწავლო ნიმუშები მოსწავლეთა  თვალთახედვით.განვიხილე  მოსწავლეთა  პროექტის შეფასება:როგორც განმავითარებელი,ისე განმსაზღვრელი.მოვახდინე დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის,რომლის მიზანი მოსწავლეთა ხელშეწყობაა და ორიენტირება იქნება დამოუკიდებელ მუშაობაზე.,ხოლო მე ვასრულებ ფასილიტატორის  როლს ტექნოლოგიების გამოყენებით.
დაბოლოს,გავაკეთე ჩემი პორტფოლიოს  პრეზენტაცია და დავსახე მიზნები:მსურს კარგად  ორგანიზებული სასწავლო პროექტები დავგეგმო,რომლებშიც  ჩემი მოსწავლეები ჩაერთვებიან და რომლებიც  აუცილებელი სტანდარტების მიღწევას შეუწყობს ხელს.
მე მინდა  გავიღრმავო ცოდნა მოსწავლეთა  სასწავლო პროექტების შეფასების  მეთოდებზე.მე მინდა  დავეხმარო მოსწავლეებს  თვითშეფასებისა და თვითრეგულირების უნარის განვითარებაში,რომელსაც  მთელი წლის განმავლობაში  გამოიყენებენ და დახვეწენ.

No comments:

Post a Comment