გავეცანი ინტელის ძირითად კურსს და შევისწავლე "პროექტებით სწავლება"დავგეგმე ჩემი სასწავლო პროექტი,რომლის ძირითადი თემა იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება.აგრეთვე შევისწავლე კავშირები,რომლებიც ინტერნეტის გამოყენებისას ხდება სწავლა-სწავლების პროცესში.შევადგინე სასწავლო ნიმუშები მოსწავლეთა თვალთახედვით.განვიხილე მოსწავლეთა პროექტის შეფასება:როგორც განმავითარებელი,ისე განმსაზღვრელი.მოვახდინე დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის,რომლის მიზანი მოსწავლეთა ხელშეწყობაა და ორიენტირება იქნება დამოუკიდებელ მუშაობაზე.,ხოლო მე ვასრულებ ფასილიტატორის როლს ტექნოლოგიების გამოყენებით.
დაბოლოს,გავაკეთე ჩემი პორტფოლიოს პრეზენტაცია და დავსახე მიზნები:მსურს კარგად ორგანიზებული სასწავლო პროექტები დავგეგმო,რომლებშიც ჩემი მოსწავლეები ჩაერთვებიან და რომლებიც აუცილებელი სტანდარტების მიღწევას შეუწყობს ხელს.
მე მინდა გავიღრმავო ცოდნა მოსწავლეთა სასწავლო პროექტების შეფასების მეთოდებზე.მე მინდა დავეხმარო მოსწავლეებს თვითშეფასებისა და თვითრეგულირების უნარის განვითარებაში,რომელსაც მთელი წლის განმავლობაში გამოიყენებენ და დახვეწენ.
Wednesday, October 5, 2016
Sunday, October 2, 2016
ტრენინგის მე-9 დღე
ტრენინგის მე-9 დღე დავიწყეთ შეფასებების შეჯამებით.აგრეთვე ვიმუშავე ბლოგის ატვირთვაზე.მოვამზადე და წარმოვადგინე პროექტის პორტფოლიო. გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია,აგრეთვე მოვისმინე კოლეგების პროექტების პრეზენტაცია.
Subscribe to:
Posts (Atom)